logo
ENG



სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

24 მარ 202319:54
3 წუთის საკითხავი
 

რუსული კანონისთვის ხმის მიმცემი დეპუტატების ფუნქცია - ფიზიკური ანგარიშსწორება. მარტის აქციების დროს საზოგადოების მიერ დამარცხებული საპარლამენტო უმრავლესობა სულ უფრო აგრესიული ხდება და ოპოზიციონერ კოლეგებს თავს ესხმის. ღარიბაშვილი განსაკუთრებით გააღიზიანა გუბაზ სანიკიძის გამოსვლამ და მას "მოსყიდული" უწოდა, რასაც დარბაზიდან სანიკიძის რეპლიკა მოჰყვა.  სიტყვიერ ურთიერთშეურაცხყოფას ქართული ოცნების დეპუტატების დარაზმვა მოჰყვა ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის. პარლამენტის გასასვლელთან გუბაზ სანიკიძეს უმრავლესობის წევრები დახვდნენ. ორი დღის წინ ტარიელ ნაკაიძეზე თავდასხმის შემდეგ ახლა გუბაზ სანიკიძე. მმართველ პარტიას ნებართვა აქვს მიღებული ფიზიკური ძალის გამოყენებაზე. 


close დახურვა