logo
ENG



სიღატაკით სავსე ქალაქი - შაბათის ფორმულა

03 დეკ 202221:09
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის ცხედარს, საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ. ჯაბა ხოფერია 27-ე მეომარია, რომელიც უკრაინაში დაიღუპა ჩვენი საერთო მტრის - რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკვე 10 თვეა, მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს, უკრაინელი ხალხის, ხოცვა-ჟლეტის კადრებს და გენოციდს, რომელსაც კრემლის სისხლიანი რეჟიმი აწყობს. ამ დროს კახი კალაძე საახალწლო სლოგანზე მუშაობს და თბილისს "მშვიდობის" ქალაქად აცხადებს. ყელამდე პროპაგანდაში და საკუთარი თავის მარკეტინგში ჩაძირული, ძვირადღირებული მერისა და მისი ქალაქის ორი რეალობა - შაბათის ფორმულაში.


close დახურვა