ტყუილით, სიძულვილით, დაპირისპირების გაღრმავებით და ჰომოფობიით სავსე გამოსვლა, რომელსაც ღარიბაშვილმა წლიური ანგარიში დაარქვა, პარლამენტში გვიანობამდე გაგრძელდა. პრემიერის სიძულვილის ენას, უმრავლესობა ტაშს უკრავდა, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვინც ღარიბაშვილის მიერ ფურცელზე დაწერილი სიტყვების საპირისპირო რეალობაში ცხოვრობს. შაბათის ფორმულას სიუჟეტში, გაჩვენებთ რა ხდებოდა პრემიერის გამოსვლის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან და რას ფიქრობენ ღარიბაშვილზე ის მოქალაქეები, ვისაც ხელისუფლება არასოდეს ელაპარაკება.