მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების შემდეგ, ქართული ოცნების ლიდერებმა, ცინიზმის და არაადამიანური დამოკიდებულების დემონსტრირებაში, ნამდვილი შეჯიბრი გამოაცხადეს. თეა წულუკიანი, ირაკლი კობახიძე, კალაძე, მდინარაძე-ვოლსკი-ყაველაშვილი - ერთმანეთს ასწრებდნენ, ვინ უფრო მეტად დაამცირებდა და გაანადგურებდა ამ ქვეყნის პრეზიდენტის ღირსებას. ყველაზე მძიმედ მოსასმენი კი, ვიქტორ ჯაფარიძის ფრაზა იყო, რომელიც 4 მოწვევის პარლამენტის წვერმა და წარსულში მიხეილ სააკაშვილის მორჩილებით გამორჩეულმა დეპუტატმა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შესახებ გამოიყენა. "მოკვდება და ძაღლი მიაკვდა სულში" - ეს გამონათქვამი, პოსტ ტვ-ის მფლობელის ინტელექტუალურ, ადამიანურ და მორალურ შესაძლებლობებს კარგად ასახავს, მით უფრო მაშინ, თუ გავიხსენებთ, რომ მილიონერი დეპუტატი, ერთ დროს მიხეილ სააკაშვილს კუდში დასდევდა და მის სადღეგრძელოებს პრეზიდენტის პატივსაცემად გაშლილ სუფრებზე, განსხვავებულით სვამდა.