შაბათის ფორმულას ხმაურიანი და სკანდალური ექსკლუზივი, რომელიც იუსტიციის მინისტრმა ჩვენი ჟურნალისტისგან გაიგო. საქმე ეხება 14 ნოემბერს გლდანის მერვე ციხეში მომხდარ შემთხვევას, როდესაც პირველი კორპუსის 73-ე საკანში - პატიმრებმა ნარკოტიკული საშუალება მოხარშეს, მოხმარების შემდეგ კი ზედოზირების გამო, მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. ამ ხმაურიან შემთხვევას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ საკანში, სადაც ნარკოტიკი მოიხმარეს, სასჯელს პენიტენციური სამსახურის უფროსის, ნიკა ცხვარაშვილის ნათესავი - შალვა ცხვარაშვილი იხდიდა. მას შემდეგ რაც ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის გამო, ციხეში სასწრაფოს დახმარება გამოიძახეს, 14 ნოემბრის საბადრაგო ცვლა იძულებული გახდა, რომ პატიმარი ცხვარაშვილი საკნიდან კლინიკაში გადაეყვანათ.
სკანდალი გლდანის ციხეში - შაბათის ფორმულა
18 ნოე 202320:04
3 წუთის საკითხავი