სკანდალი ძალადობის საქმეზე - ყველაზე ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის ყოფილი ცოლი დღეს „ფორმულას“ კამერამ პირველად გადაიღო.
ნეკა დოროყაშვილს მედიასთან საუბარი არ სურს, შესაძლო დაზარალებულის ადვოკატები კი ამბობენ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყოფილ ცოლზე 6 წლის შვილის თანდასწრებით იძალადა. ძალადობა კი იყო სისტემატური.
საპირისპიროს ამტკიცებს თავად მსოფლიოს 27-ე ჩოგანი, ბრალდებული ძალადობას საერთოდ უარყოფს. ამის მტკიცებულებად ადვოკატი სახლთან დამონტაჟებული კამერის მასალებს ასახელებს.
საქმეში მნიშვნელოვანი გახდება ის დასკვნა, რომელსაც ნეკა დოროყაშვილის დაზიანებებზე ჩატარებული ექსპერტიზა დადებს.