თავდაცვის სამინისტრო სკანდალში ეხვევა. თანამშრომელი ქალი სამხედრო მაღალჩინოსნებს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. გენერალურ ინსპექციას მოკვლევა დაწყებული აქვს, მაგრამ უშედეგოდ. სავარაუდო მსხვერპლი კი ახლაც საფრთხის ქვეშაა, ჩვენების მიცემის შემდეგ, ქალი ისევ ძალადობაში დადანაშაულებული ჩინოვნიკების დაქვემდებარების ქვეშაა.