სკანდალური საქმე, რომელიც საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას უკავშირდება - დაკავებულია სკოლის ყოფილი ბუღალტერი. შემთხვევა ადიგენში მოხდა. ბრალდებული 28 წლის ქალია, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, სამი წლის განმავლობაში სკოლის ბიუჯეტიდან თანხას საკუთარ ანგარიშზე რიცხავდა. ლაპარაკია 142 ათას ლარზე, რომელიც ძიების მიხედვით, ქალმა აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტში გამოიყენა.
სკოლის ყოფილი ბუღალტერი ბიუჯეტიდან თანხას საკუთარ ანგარიშზე რიცხავდა
19 მაი 202220:56
3 წუთის საკითხავი