სლოვაკეთი მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს იმისთვის, რომ ბრატისლავას საშუალება მიეცეს, უკრაინას გამანადგურებელი თვითმფრინავები - MiG-29 გაუგზავნოს.
ამასთან, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, ედუარდ ჰეგერის განცხადებით, ქვეყანას გარანტიები დასჭირდება, რომ მისი საჰაერო სივრცე იყოს დაცული.
კიევი დასავლეთს მეტი იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებას სთხოვს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი შეტევისთვის აღმოსავლეთ ნაწილში.
ჰეგერმა აღნიშნა, რომ მის მთავრობას სთხოვეს, უკრიანისთვის საბჭოთა დიზაინის გამანადგურებელი თვითმფრინავი, MiG-29 მიეწოდებინათ.
მისი თქმით, სლოვაკეთი აქტიურადაა ჩართული დისკუსიებში თავის პარტნიორებთან იმის შესახებ, თუ როგორ დაიცავენ საჰაერო სივრცეს.
8 აპრილს ჰეგერმა განაცხადა, რომ სლოვაკეთმა უკრაინას გადასცა საჰაერო თავდაცვის სისტემა S-300.