სლოვაკეთში, ქალაქ ვრუტკის ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. შეიარაღებული მამაკაცი სკოლაში შეიჭრა და 1 ადამიანი მოკლა, 4 კი დაჭრა.
გარდაცვლილი სკოლის დირექტორის მოადგილეა, რაც შეეხება დაშავებულებს, მათან ორი ბავშვია, ორი კი, მასწავლებელი.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 22 წლის მამაკაცია, რომელიც სამართალდამცველების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას თავადაც დაიღუპა. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.