სლოვაკეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს. ცენტრისტული პარტია „ჩვეულებრივი ხალხი და დამოუკიდებელი პიროვნებები" ხმების თითქმის 25%-ს იღებს. მმართველ პარტიას მხარი ამომრჩეველთა მხოლოდ 18%-მა დაუჭირა.
მმართველმა გუნდმა პოპულარობა ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ დაკარგა. გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც მეუღლესთან ერთად გასულ წელს მოკლეს, ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში კორუფციულ საქმეებს იძიებდა.