logo
ENG



სლოვენიაში მოქალაქეებმა ანტისამთავრობო ველორბოლა გამართეს

09 მაი 202014:43
3 წუთის საკითხავი
 

მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია ველოსიპედებით. კორონავირუსის წინააღმდეგ ხელისუფლების პოლიტიკის გასაპროტესტებლად სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში ქუჩებში  ათასობით ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტების განცხადებით, მთავრობა პანდემიას საბაბად იყენებს, რომ ადამიანების თავისუფლება შეზღუდოს.

აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრი საპოლიციო ძალაუფლების გაზრდაში, მიგრანტების წინააღმდეგ სიძულვილის წახალისებასა და ჟურნალისტებზე სიტყვიერ თავდასხმებში დაადანაშაულეს. მკაცრი ზომები სლოვენიაში მარტის შუა რიცხვებში ამოქმედდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ათას 450, დაღუპულთა რაოდენობა კი - 100. 

 


close დახურვა