სლოვენიის პრეზიდენტის, ბორუტ პაჰორის თქმით, უკრაინა ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს. ამის შესახებ პაჰორმა უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერთან, ელენა კონდრატიუკთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"წარსულის შეცდომებს ვერ დავუშვებთ. უკრაინა ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს. უკრაინაზე თავდასხმით რუსეთმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო," - განაცხადა სლოვენიის პრეზიდენტმა.
"ჩვენ ძალიან ვაფასებთ სლოვენიის მხარდაჭერას ამ რთულ დროს, როდესაც რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს," - თქვა უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერმა.
კონდრატიუკმა სლოვენიას უკრაინის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებით პრეზიდენტ ბორუტ პაჰორის როლი აღნიშნა, რომელმაც 2022 წლის 28 თებერვალს ევროპელი ლიდერებისგან უკრაინის ევროპული პერსპექტივის მხარდასაჭერად ღია წერილს ხელი მოაწერა.