logo
ENG



სობოლი: პუტინს სურს, მობილიზება გამოაცხადოს, მაგრამ აჩერებს ის, რომ მოქალაქეებს ომი არ უნდათ

04 მაი 202219:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/04/woi250g4xj7odha.jpg

ვფიქრობ, რომ პუტინს ალბათ უნდა გამოაცხადოს მოსახლეობის მობილიზაცია, რადგან მას აშკარად არ ჰყოფნის უკრაინაში შეჭრისთვის ძალები და დამპყრობლური ომის საწარმოებლად მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მას აჩერებს ის ფაქტი, რომ რუსეთის მოქალაქეებს არ უნდათ ომი, მიუხედავად აგრესიული პროპაგანდისა და მოთხრობებისა, რომ საჭიროა უკრაინის დენაციფიკაცია და ნატო ემუქრება რუსეთს. ნაწილ სჯერა ამ პროპაგანდის, მაგრამ უმეტესობას არ სჯერა. გარდა ამისა, ორი თვის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ არავითარი რიგები არ დგას სამხედრო კომისარიატებთან, უკრაინაში კი დგას ეს რიგები.


close დახურვა