logo
ENG



უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ტერიტორიაზე აეროდრომსა და ნავთობის საცავებზე იერიში მიიტანეს

03 აგვ 202415:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/03/a7ovilme256c61g.jpg

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ტერიტორიაზე, როსტოვის ოლქში მდებარე მოროზოვსკის აეროდრომსა და ნავთობის რამდენიმე საცავზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ადასტურებს.

უკრაინის სამხედრო სარდლობის ცნობით, იერიში განხორციელდა საბრძოლო მასალის იმ შესანახ პუნქტზე, სადაც სხვა აღჭურვილობასთან ერთად მართვადი საჰაერო ბომბები ინახებოდა.

"რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და თვითმფრინავების განადგურების შესახებ ინფორმაცია დასტურდება. დავალება შეასრულეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და უკრაინის თავდაცვის დაზვერვის აქტივებმა და პერსონალმა შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობით", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ბელგოროდის, კურსკის და როსტოვის ოლქებში რუსების კუთვნილი ნავთობის საცავი და საწვავის და საპოხი მასალების საწყობები დაესხნენ თავს.

არსებობს ინფორმაცია, რომ სულ მცირე ორი ნავთობის ავზი დაზიანდა და ცეცხლი გაუჩნდა.


close დახურვა