logo
ENG



სოზარ სუბარი: დღეს გავიკეთე ტესტი და პასუხს გულის ფანცქალით ველოდები

12 აგვ 202016:37
3 წუთის საკითხავი
 
y32s5tmii711hnc.jpg

პრემიერმინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარი ამბობს, რომ ტესტირების ჩატარებაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოიხსნება შეზღუდვები სვანეთში. ამის სესახებ მან რუსთავი 2-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

"რაც უფრო მაღალი იქნება ტესტირებების რაოდენობა და რაც უფრო დაბალი იქნება ტესტირების შედეგი, მით მალე მოიხსნება საგანგებო ვითარება.  [...] საზოგადოება მოვდუნდით, ნამდვილად, თუმცა ძალიან კარგად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური სამსახური. ბევრია დაჯარიმებები. [...] ეს დაჯარიმებები არის იმის გამო, რომ სიცოცხლე, სიფხიზლე არ დავკარგოთ. სხვათა შორის, დღეს მეც გავიკეთე ტესტი და პასუხს გულის ფანცქალით ველოდები", - ამბობს სოზარ სუბარი. 

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მესტიაში საკარანტინო შეზღუდვებისა და რეგულაციების გამკაცრების გადაწყვეტილება 10 აგვისტოს მიიღო. 


close დახურვა