logo
ENG



სოზარ სუბარი: სახალხო დამცველი ძალიან მაოცებს თავისი განცხადებებით

14 დეკ 201912:16
3 წუთის საკითხავი
 
cxx033umbjnvvke.jpg

„სახალხო დამცველი ძალიან მაოცებს თავისი განცხადებებით,“- ამის შესახებ განცხადებას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სოზარ სუბარი აკეთებს. ამით ის სახალხო დამცველის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენი ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებს მოუწოდებს, შეწყვიტონ თანამშრომელთა იძულება.

სუბარის თქმით, სახალხო დამცველის განცხადება არ ჯდება არც იმ ეთიკაში, რომელიც სახალხო დამცველს უნდა ახასიათებდეს და არც ადამიანურ ეთიკაში.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სახალხო დამცველი ძალიან მაოცებს თავისი განცხადებებით. არც ერთი მისი განცხადება არ ჯდება არც იმ ეთიკაში, რომელიც სახალხო დამცველს უნდა ახასიათებდეს და არც საერთოდ ადამიანურ ეთიკაში იმიტომ, რომ ვერ მოიყვანს ამის ვერცერთ მაგალითს და თუ ვინმე იტყვის, რომ საქართველოს ისტორიაში ყოფილა შემთხვევა, როცა 100 000 ადამიანი ვიღაცამ ძალით მოიყვანა, მსგავსი რამ არ არსებობს და შეუძლებელია, რომ არსებობდეს. როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, კარგი იქნება, თუ კონკრეტულ მაგალითებს მოიყვანენ. მაშინაც კი როდესაც ოპოზიციის რაღაც აქციები ხდება, სადაც 30 კაცია მობილიზებული რამდენიმე საათის განმავლობაში იმ 30 კაცის გულისთვისაც კი ჩვეულებრივად პოლიცია დგას. როცა 30 კაცია, ერთი კონკრეტული ქუჩა იკეტება და როდესაც ველოდებით 100 000 ადამიანს, იკეტება შესაბამისი რაოდენობის ტერიტორია,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აქციის გასამართად ემზადებიან. თავისუფლების მოედანი და მიმდებარე ქუჩები პარალიზებულია. პარტიული აქტივი და საჯარო სექტორში დასაქმებული მოქალაქეები დედაქალაქისკენ ორგანიზებულად მოჰყავთ.


close დახურვა