logo
ENG



სოლოვიოვი: ვესაუბრე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს, NGO-ების მომხრე რუსებს გააძევებენ

16 მაი 202418:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/16/6ddt68s8gtgifyo.jpg

რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა თავისი გადაცემის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს ქვეყანაში მცხოვრები რუსების საკითხზე ესაუბრა. იგი ამტკიცებს, რომ საქართველოში დროებით მცხოვრები რუსების გამოძევებას აპირებენ, რომლებიც რუსული კანონის საპროტესტო აქციებში იღებენ მონაწილეობას.

"რელოკანტებთან [საქართველოში დროებით მცხოვრებ რუსებთან] პრობლემაა... დღეს ვესაუბრე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს, თქვეს, რომ ქვეყნიდან გამოაძევებდნენ, რადგან აქტიურად გამოდიან NGO-ების მხარეს... ამიტომაც გამოძევებას აპირებენ", - თქვა სოლოვიოვმა.

ვინ არიან ეს წარმომადგენლები ან ვინ იგულისხმება წარმომადგენლებში, როგორ შედგა საუბარი - სოლოვიოვს დეტალებზე არაფერი უთქვამს. 


close დახურვა