logo
ENG



სოლოღაშვილი: თერთმეტ ინფიცირებულთან ორმხრივი პნევმონიაა გამოხატული

05 მაი 202010:15
3 წუთის საკითხავი
 
b18g6yozg0yyds7.png

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამჟამად 3 პაციენტის გამოჯანრმთელებას ელოდებიან. 

სოლოღაშვილის თქმით, დღეს იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ფიქსირდება მხოლოდ გამოჯანმრთელება და კლინიკას არ დამატებია ახალი ინფიცირებული.

„დღეს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს 78 პაციენტი. აქედან დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირებულია 66. გვაქვს 1 გამოჯანმრთელება. ახალი დადასტურებული დიაგნოზი არ გვაქვს. დადასტურებული შემთხვევებიდან 1 რეანიმაციის პაციენტია, 11-ია საყურადღებო, მათთან გამოხატულია ორმხრივი პნევმონია. მიმდინარეობს მკურნალობა. სასულიერო პირის ჯანმრთელობა მდგომარეობა სტაბილურია. ველოდებით 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას, 8 ჩაერთვება კვლევაში“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულია 604 პირი. აქედან, ამ დროისთვის 240 გამოჯანმრთელებული პაციენტია, ვირუსს ემსხვერპლა 9 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში 4887 მოქალაქე რჩება.
საქართველოში კორონავირუსი პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.

close დახურვა