logo
ENG



სოლოღაშვილი: შესაძლოა, უსიმპტომო პაციენტში გაცილებით გვიან მოხდეს ვირუსის ელიმინაცია

28 აპრ 202010:35
3 წუთის საკითხავი
 
tcd7ler5r2dce4m.jpg

 

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ანცხადებით, ვირუსის დინამიკა პაციენტში ორგანიზმზეა დამოკიდებული. მისი თქმით შესაძლებელია ისიც, რომ სიმპტომიან პაციენტში უფრო მალე დადგეს გამოჯანმრთელება, ვიდრე უსიმპტომო პაციენტში.

„ტემპერატურის მატებასთან და დაავდების სიმძიმესთან კორელაცია ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. შეიძლება უსიმპტომოში გაცილებით გვიან მოხდეს ელიმინაცია ვირუსის და უფრო მძიმედ რომ მიდიოდა, იმ პაციენტებში უფრო მოკლე დროში დაფიქსირდეს გამოჯანმრთელება, მაგრამ ჩვენ ოფიციალური  განცხადებისთვის მზად არ ვართ რადგან ეს არ არის საკმარისი რაოდენობა“,-განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

 


close დახურვა