სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 4 დეკემბერს, 14:35 საათზე აზერბაიჯანმა სომხეთის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი სამხედრო დაიღუპა.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით და დამატებითი დეტალების დასადგენად დაწყებულია გამოძიება. მათივე ცნობით, დაღუპულია სომხეთის არმიის მსახური გერასიმ არაქელიანი - შემთხვევა ბარძრუნის რაიონში მოხდა.
ოფიციალური ერევნის ბრალდებებს ბაქო უარყოფს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება რამდენიმე საათის შემდეგ გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ "სომხეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და აბსოლუტურ ტყუილს წარმოადგენს". ბაქომ ცნობებს "პროვოკაციული" უწოდა.