logo
ENG



სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

12 დეკ 202019:48
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/12/jk256s2128zexrj.jpg

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ, - შესაბამისი განცხადებები ორივე ქვეყნის მედიით ვრცელდება. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, აზერბაიჯანულმა მხარემ მთიანი ყარაბაღის 2 სოფლის მისამართით საომარი მოქმედებები განაახლა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს რუსული Tass-იც.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ოფიციალური ბაქო სომხეთს პროვოკაციაში ადანაშაულებს. კერძოდ, აერბაიჯანში აცხადებენ, რომ "სროლის დროს სომხეთის 3 ჯარისკაცი დაიჭრა". ფაქტს ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც გამოეხმაურა. მისი თქმით, "სომხურმა მხარემ არანაირი მოქმედებები არ უნდა დაგეგმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აზებაიჯანი მას მთლიანად გაანადგურებს". 

2020 წლის 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდა, დაიწყო ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები. ორჯერ რუსეთში, მესამედ კი აშშ-ის შუამავლობით ხელმოწერილი ცეცხლის შეთანხმების ხელშეკრულების მიუხედავად, ომი არ შეწყვეტილა. 

არცახის რეგიონმა თავი დამოუკიდებლად 1991 წელს გამოაცხადა. 1992 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო.  კონფლიქტში 1994-დან 2016 წლამდე 1008 ჯარისკაცი და 90-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა.  

მთიანი ყარაბაღი ეთნიკურად სომხებით დასახლებულია. არცახის რესპუბლიკა დე ფაქტო, თვითაღიარებული რესპუბლიკაა, რომელიც არც ერთ სახელმწიფოს უღიარებია, მათ შორის არც სომხეთს. აზერბაიჯანი ყარაბაღს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს და მის დაბრუნებას ითხოვს.

აზერბაიჯანულმა მხარემ 8 ნოემბერს გაავრცელა ცნობა, რომ ქვეყნის სამხედრო ძალებმა მთიან ყარაბაღში სტრატეგიულ ქალაქზე, შუშაზე კონტროლი დაამყარეს. გარდა ამისა, მანამდე მათ კონტროლი დაამყარეს რამდენიმე ქალაქსა და სოფელზე. მოგვიანებით, 10 ნოემბერს, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი.


close დახურვა