logo
ENG



სომხეთი მობილიზაციას გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეებს შეფერხების გარეშე მიიღებს

26 აგვ 202623:44
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/26/skof0x525ga6l94.png

სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ხელს არ შეუშლის რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინის ომისთვის შესაძლო მობილიზაციას გაურბიან. სიმონიანის თქმით, რუსეთიდან ჩამოსულ პირებს სომხეთში შესვლა შიდა პასპორტითაც შეუძლიათ.

ტელეარხ „Дождь“-თან ინტერვიუში სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა რუსეთის მოქალაქეებს მიმართა:

„საზღვარზე არავინ არავის ჰკითხავს, რატომ ჩამოვიდნენ აქ... რუსებს მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვუთხრა: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სომხეთში“. ჩვენ აქ ყველა გვიყვარს და პატივს ვცემთ. ისინი აქ იპოვიან ყველაფერს, რასაც სომხეთში ჩამოსვლისას ეძებდნენ. და რუსეთში დაბრუნდებიან, როცა მათთვის უპრიანი იქნება.“

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უძრავი ქონების ფასების ზრდას რუსეთიდან მიგრაციის ტალღას უკავშირებენ, სიმონიანის განცხადებით, სომხეთი კვლავ მზად არის მიიღოს რუსეთის მოქალაქეები ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.


close დახურვა