სომხეთის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ხანძარი იყო, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 15 სამხედრო დაიღუპა, 3 დაშავდა. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.
უწყების ინფორმაციით, ხანძარი 19 იანვარს, 01:30 საათზე, სოფელ აზატში მდებარე სამხედრო ნაწილში გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.