logo
ENG



სომხეთის თავდაცვის უწყება: შეტაკებების დროს ჩვენი 16 მოქალაქე დაიღუპა, 1000-ზე მეტი დაშავდა

27 სექ 202019:18
3 წუთის საკითხავი
 
n55uzmbyxqbowav.png

სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების დროს სომხეთის სულ მცირე 16 მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი, შუშანა სტეპანიანი ავრცელებს. 

მისივე ცნობით, დაშავდა ათასზე მეტი ადამიანი. 

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი დღეს, 27 სექტემბერს გამწვავდა. სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა.

სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივნის თქმით, დაიბომბა სოფლები და ქალაქი სტეფანაკერტი. სამხედრო იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 2 ადამიანი დაიჭრა.

ფაშინიანმა მალევე საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. ოფიციალური აზერბაიჯანი კონფლიქტის გაღვივებაზე მთელი პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს.

სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 2020 წლის ივლისშიც გამწვავდა. სამხედრო კონფლიქტი მაშინ არა ყარაბაღში, არამედ ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან მოხდა. დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა.

 


close დახურვა