logo
ENG



სომხეთის საგარეო მინისტრი: სომხეთი მზადაა დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები თურქეთთან

16 მარ 202214:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/16/d7p7l46w38jm7ql.jpg
Anadolu Agency

თურქულ მედიასთან Anadolu Agency-სთან ინტერვიუში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთი თურქეთთან სიტუაციის დასტაბილურებისა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მომხრეა.

სომხეთის საგარეო მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა გახსნას საზღვრები მეზობელ თურქეთთან.

ანტალიაში 3-დღიანი დიპლომატიური ფორუმი გაიმართა, სადაც სომხეთის საგარეო მინისტრმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთად ქვეყნებს შორის ურთიერთობის დასტაბილურების ნაბიჯები განიხილა. ეს ბოლო ათწლეულში თურქეთსა და სომხეთს შორის პირველი მაღალი დონის დიპლომატიური შეხვედრა იყო.

მისი თქმით, ორივე ქვეყნის ხელისუფლებისგან არსებობს სიტუაციის დასტაბილურების პოლიტიკური ნება და ნორმალიზების პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს.

მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთში საზოგადოებრივი აზრის შესახებ გამოკითხვების მიხედვით ორ ქვეყნის დაახლოებას მხარს მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს. 

„მე ანტალიაში ჩამოვედი რათა მივიღო მონაწილეობა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში და კიდევ ერთხელ დავაფიქსირო სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რომ მივაღწიოთ ურთიერთობების სრულ ნორმალიზებას.

ეს ძალისხმევა მიმართულია იმისკნე, რომ რეგიონში მშვიდობიანი და მდგრადი განვითარების ხანა დადგეს.

სომხეთი მზადაა დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები და გახსნას საზღვრები. მე მოხარული ვარ, რომ ჩემი თურქი კოლეგისგან მოვისმინე, რომ არის მათი მხრიდანაც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის პოლიტიკური ნება.

საზღვრებს გახსნას ექნება თავისი პოზიტიური გავლენა ორ ქვეყანას შორის კავშირებზე, ვაჭრობასა და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ადამიანებს შორის კონტაქტსა და მთლიანობაში რეგიონში სტაბილურობაზე“ - განაცხადა მირზოიანმა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პროცესის დადებითად განვითარების შემთხვევაში მოსალოდნელია განმეორებითი დიპლომატიური ვიზიტები.


close დახურვა