ოფიციალური სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის დედაქალაქზე სტეპანაკერტზე მიიტანა იერიში, რის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე.
მანამდე სომხეთი ქალაქ გადრუტის დაბომბვის შესახებაც ავრცელებდა ინფორმაციას და აზერბაიჯანს რეაქტიული სარაკეტო სისტემების გამოყენებაში ადანაშაულებდა.
თავის მხრივ, აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის გასროლილი რაკეტები შამქირის რაიონის სოფელში ჩავარდა.
მხარეები ერთმანეთის სამხედრო ტექნიკის განადგურებისა და დრონების ჩამოგდების ამსახველ ვიდეომასალებსაც ავრცელებენ.