სომხეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ სომხეთმა ღაზაში დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციას გაეროში მხარი დაუჭირა, ამასთან, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებით არის დაინტერესებული.
"სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით პალესტინის საკითხის მშვიდობიან და ყოვლისმომცველ დარეგულირებას და მხარს ვუჭერთ "ორი სახელმწიფოს" პრინციპს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გადაწყვეტაში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არის ერთადერთი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ პალესტინელებმა და ისრაელებმა შეძლონ თავიანთი ლეგიტიმური მისწრაფებების რეალიზება", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
22 მაისს ესპანეთმა, ნორვეგიამ და ირლანდიამ პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღირეს. ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პალესტინის აღიარების გადაწყვეტილებას "ტერორიზმისთვის ჯილდო" უწოდა. ისრაელის ელჩები გაიწვიეს კონსულტაციებისთვის იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც აღიარეს პალესტინის დამოუკიდებლობა. პალესტინის აღიარების საკითხი დანიის პარლამენტსაც წარედგინა, თუმცა დეპუტატებმა წინააღმდეგი მისცეს ხმა.