დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 84 კმ-ში მიწისძვრა იყო.
ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.2 მაგნიტუდა იყო.
"თბილისის დროით 19:36 საათზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 84 კმ_ში, სომხეთში მოხდა 5.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა", - წერია ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ მიწისქვეშა ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.