სომხური მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთსა და აზერბაიჯანს აღარ ეწვევა.
გამოცემის ინფორმაციით, ზელენსკი სომხეთსა და აზერბაიჯანში აღარ ჩავა, რადგან ბაქომ ვიზიტი გააუქმა. ბაქოს მხრიდან ვიზიტის გაუქმების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
23 თებერვალს გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინის პრეზიდენტი სომხეთში ვიზიტს გეგმავდა. ამის შესახებ სომხური ტელეკომპანია Factor TV საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა.
გამოცემა წერდა, რომ ზელენსკის ვიზიტი ერევანში, სავარაუდოდ, მარტში შედგებოდა.