logo
ENG



სოფელ ბავრასთან მდებარე ტბაში ორ ტონამდე მკვდარი თევზი იპოვეს

13 მარ 202020:52
3 წუთის საკითხავი
 

 

ჯავახეთში, სოფელ ბავრასთან მდებარე ტბაში ორ ტონამდე მკვდარი თევზი იპოვეს.  სპეციალისტების ვარაუდით, შესაძლოა, თევზის მასობრივი განადგურება რომელიმე დაავადებასთან იყოს კავშირში. გარემოს დამცველები შიშობენ, რომ თუ ტბა მალე არ გაიწმინდა, ინფექციის წყარო გახდება. ამ წყალს მოსახლეობა სარწყავად იყენებს, რის გამოც ადგილობრივები შეშინებული არიან.

რამ გამოიწვია თევზების მასობრივი განადგურება ჟანგბადის ნაკლებობამ თუ დაავდადებამ ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც გარემოს ზედამხედველობის სამსახური ლაბორატორიულ კვლევას დაასრულებს. უწყებაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა კი აცხადებს, რომ  ფაუნის  განადგურების ფაქტით დაინტერესდნენ ,თუმცა ტბაზე უკვე ნაკლები რაოდენობით დახოცილი თევზი დაუხვდათ.

 


close დახურვა