სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში ქალი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ქალს, სავარაუდოდ, ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაშავებული წნორის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია და მომხრადზე მიმდინარეობს გამოძიება.