სოფელ დიდგორის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
გავრცელებული ცნობებით ავტომობილი სიმაღლიდან ხევში გადავარდა.
"ფორმულას" შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
