სოფელ დიღომში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა.
შემთხვევა 9 მაისს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
როგორც ფორმულას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.