logo
ENG



სოფელ მუშევანში მოქალაქეების ტესტირება მიმდინარეობს

30 მაი 202012:13
3 წუთის საკითხავი
 

ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანში მოქალაქეების ტესტირება მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობენ ეპიდემიოლოგიური ჯგუფები. სოფელში, სადაც 250 ოჯახი ცხოვრობს, 600-მდე საკვლევი ნიმუში უკვე აღებულია. გაფართოებული ტესტირება სოფლის ყველა მცხოვრებს ჩაუტარდება. რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ სპეციალისტები სოფელთან დაკავშირებით, ეს ტესტირების შედეგების შემდეგ გაირკვევა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვემო ქართლის სამი მუნიციპალიტეტი - მარნეული, ბოლნისი და თეთრიწყარო - კორონავირუსის მხრივ ყველაზე დაზიანებული აღმოჩნდა. გამყრელიძის თქმით, მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 260-მდე შემთხვევა ფიქსიდება.

„ქვემო ქართლის ეს სამი მუნიციპალიტეტი გახლავთ ყველაზე უფრო დაზიანებული საქართველოში დღეს. მთლიანად ამ სამ მუნიციპაიტეტში ჩვენ გვაქვს 260-მდე კოვიდ დადებითი შემთხვევა. ამ სამში მხედველობაში მაქვს მარნეული, ბოლნისი და თეთრიწყარო, ყველაზე დაზიანებული გამოდგა ბოლნისის მუნიციპალიტეტი და თვითონ ბოლნისში კიდევ განსაკუთრებით სოფელი მუშევანი. რადგან ასეთი დაზიანებული სოფელი გახლდათ გვინდოდა მთელი სოფლის მასობრივად გამოკვლევა, მაგრამ დამყოლება იყო ცოტა რთული“, - განაცხადა ამირან გამყელიძემ.


close დახურვა