logo
ENG



სოფელ ნავაზი - ერთი იდეით შეცვლილი მთელი სოფლის ცხოვრება

14 აგვ 202020:29
3 წუთის საკითხავი
 

ერთი ბიბლიოთეკარის იდეით შეცვლილი მთელი სოფლის ცხოვრება - თბილისიდან 33 კილომეტრში, სოფელ ნავაზს კლასიკოსების სახელობის ქუჩები აქვს, დასახლებას სტუმრობენ მწერლები, ახალგაზრდებისთვის კი საღამოობით საკლუბო მუსიკა ღია ცის ქვეშ ისმის.

თბილისიდან სოფელში დაბრუნებული ბიბლიოთეკარის მსგავსად, დედაქალაქში ყოფნას ნავაზში ცხოვრება არჩია ორასამდე ოჯახმა. ყოველგვარი დახმარების გარეშე, თვით ინიციატივით და საკუთარი სახსრებით, დასახლების მცხოვრებლები იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ ქვეყნის უძველეს სოფლებში ცხოვრება შესაძლოა, იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე ქალაქებში და ამას მიაღწიო ისე, რომ ადგილობრივი ხელისუფლება გვერდში არ დაგიდგეს.

 


close დახურვა