logo
ENG



სოფელ ნამოხვანის ტყეში ხანძარი გაჩნდა

12 ნოე 201916:15
3 წუთის საკითხავი
 
h1r0mfy4w9o04rm.jpg

სოფელ ნამოხვანის ტყეში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

უწყების ცნობით, წყალტუბოდან 30 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ნამოხვანთან არსებულ ტყის მასივში მეხანძრე-მაშველების უწყვეტი მუშაობის შედეგად ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება.

"სამუშაოებს რთული რელიეფი ართულებს. სალიკვიდაციო პროცესში ჩართულია იმერეთის მთავარი სამმართველოს 25 მეხანძრე-მაშველი, რომლებიც ხანძრის კერებთან მისასვლელად ფეხით დაახლოებით 10 კილომეტრ მანძილზე გადაადგილდებოდნენ. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. დამწვარია ბალახი და ეკალ-ბარდი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები," - ნათქვამია 112-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


close დახურვა