logo
ENG



სოფელ რიონში ძმები, სავარაუდოდ, ბიძაშვილმა მოკლა

04 აპრ 202118:04
3 წუთის საკითხავი
 
სოფელ რიონში ძმები, სავარაუდოდ, ბიძაშვილმა მოკლა

წყალტუბოს სოფელ რიონში ძმები, სავარაუდოდ, მათივე ბიძაშვილმა მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღითაა ჩადენილი. 

დანაშაულის ჩამდენი, სავარაუდოდ, მიმალვაშია. შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც ადგილობრივებმა ფორმულას უამბეს, შემთხვევას წინ უძღოდა ბიძაშვილებს შორის შელაპარაკება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში.


close დახურვა