logo
ENG



სოფელ რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი მიიღეს

12 მაი 202010:30
3 წუთის საკითხავი
 

სოფელ რუხის საავადმყოფოში ცხელებით შეყვანეილ ცხრა პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კლინიკაში სულ 4 კოვიდინფიცირებული ადამიანი მკურნალობს, მათგან 3 საავადმყოფოში გუშინ შეიყვანეს. სამივე მათგანი თეთრიწყაროს კლასტერის პირველადი კონტაქტებია, ისინი ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდნენ. ერთ მათგანს მსუბუქი პნევმონია აღენიშნება, დანარჩენ ორს კი - მსუბუქი ფორმით გამოხატული რესპირატორული სიმპტომები. რაც შეეხება მეოთხე პაციენტს, ის რუხის ჰოსპიტალში 6 მაისიდან იმყოფება. ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

„გაგზავნილი ყველა პასუხიდან ყველა არის ნეგატივი, რაც შეეხება ახალ პაციენტებს რომელიც მივიღეთ გუშინ 3 შემთხვევიდან, სამივე გამოკვლეული იქნა სრულად, ერთ შემთხვევაში გვაქვს სრული პნევმონია სხვა შემთვევაში პნევმონია არ აღინიშნა. რაც სეეხება ცხელებებს, არცერთ მათგანს ცხელება არ გააჩნია, შესაბამისად ითვლება, რომ სამივე მათგანი არის მსუბუქი სიმპტომის მატარებელი. სულ გვყავს 4 კოვიდინფიცირებული 1 ძველი 3 ახალი. სამივეს მდგომარეობა არის სტაბილური, ვმკურნალობთ და არანაირი გართუება არ აღენიშნებათ“,-განაცხადა რუხის საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ირაკლო გვაზავამ.

 


close დახურვა