logo
ENG



სოფელ სუფსას მცხოვრებლები ნაკვეთების სანაცვლოდ მიღებულ კომპენსაციას აპროტესტებენ

19 მაი 202017:02
3 წუთის საკითხავი
 

საპროტესტო აქცია გაიმართა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში. ადგილობრივები, რომლებმაც საავტომობილო გზების დეპარტამენტს ნაკვეთები ავტობანის მშენებლობისთვის გადასცეს, მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ მათ ნაკვეთებში მიზერული თანხა გადაუხადა.

სუფსელები დახმარებას პრემიერმინისტრს და ყველა შესაბამის უწყებას სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც თავად ამბობენ, ავტობანის მშენებლობას არ დაუშვებენ და პერმანენტულ აქციებს მოაწყობენ.

სოფელ სუფსაში სულ ასეთი 30 ოჯახია. მათი ინფორმაციით, მაშინ, როცა იმავე ლოტში, 12 კმ-იან მონაკვეთში იმავე კატეგორიის მიწაში მეზობელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კვადრატულ მეტრში 23-დან 60 ლარამდე  გადაუხადა და დამატებით, ერთჯერადი სოლიდური კომპენსაციაც მისცა, სუფსელებმა საკუთარ ნაკვეთებში, კვ/მ-ში  მხოლოდ 5 ლარი მიიღეს.

ადგილობრივების განცხადებით, აღნიშნული პროცესი საგზაო დეპარტამენტის მხრიდან ზეწოლის ფონზე წარიმართა. მათივე განცხადებით, საკითხზე გამოძიება უკვე დაწყებულია, თუმცა ამ დრომდე მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.


close დახურვა