სოფელ ფონიჭალაში საცხოვრებელ სახლთან კაცი ჩაცხრილეს. ის მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ოჯახის წევრები მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.
როგორც ფორმულას შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებითაა დაწყებული.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.