logo
ENG



სოფელ ქვიშხეთში მეწყრული პროცესები განვითარდა - დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია

08 თებ 202418:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/08/84qrmzh1r5tsj1a.png

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მეწყრული პროცესები განვითარდა. დღეს სოფელში მთის მასა ჩამოწვა იმ ადგილას, სადაც რამდენიმე ოჯახში ცხოვრობს.

დაშავებული არავინაა, დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია.

"ხმაური გავიგეთ და გავაღეთ კარი გვერდით ოთახის. ლამი მოდიოდა და გავიქეცით"- ამბობს ადგილობრივი.

უხვი ნალექის გამო, 7 თებერვალს მეწყრული პროცესები განვითარდა ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში, ე.წ ზინდისის დასახლებაში.

მეწყრის მიერ ჩამოტანილი ქვა-ღორღი და ლამი საცხოვრებელ სახლებთან გაჩერდა და მას ნგრევა ან სხვა ტიპის ზარალი არ გამოუწვევია.

გეოლოგების პირველადი შეფასების შემდეგ უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. 

***

გასულ დღეებში სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონი. ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში 7 თებერვალს ჩამოწოლილ მეწყერს 9 ადამიანი ემსხვერპლა. 6 თებერვალს ხულოში ზვავის, ხოლო ქედაში მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. 

 

 

 

 


close დახურვა