ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების, ლაილაშისა და ღუს დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. გზა დაზიანდა და 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა. ლაილაშიდან ღუმდე გადაადგილება როგორც ავტომობილით, ისე ქვეითად, სახიფათოა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მასშტაბური მეწყრული პროცესების პროვოცირება ხანგრძლივმა წვიმამ გამოიწვია. სტიქიის ზონაში გეოლოგების ჯგუფი მუშაობს.
სოფელ ღუში 10 ოჯახი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი
25 მარ 202112:49
3 წუთის საკითხავი