გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში სასურსათო მაღაზია გაქურდეს. სავარაუდოდ, დამნაშავეებმა მაღაზიაში შესაღწევად მაღაზიის კედელი დაანგრიეს.
არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან ძვირადღირებული სასმელი და სხვა პროდუქტია წაღებული.
როგორც ფორმულას შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.