logo
ENG



სოფელ ჩუმლაყში ათობით საფლავი გაძარცვეს

19 აპრ 202111:29
3 წუთის საკითხავი
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ათობით საფლავი გაძარცვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქურდობა მას შემდეგ გახშირდა, რაც ტერიტორიას დაცვა აღარ ჰყავს და არც სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული. მათივე თქმით, ქურდობა, სავარაუდოდ, კომენდანტის საათის დროს მოხდა.

გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი ამბობს, რომ დაცვის შტატი არ აქვთ, რამდენიმე წლის წინ გაუქმდა, მერიას მხოლოდ საფლავების დასუფთავების ვალდებულება აკისრია.

მიმდინარე თვეში სოფელ ჩუმლაყის სასაფლაოებიდან ალუმინის კონსტრუქციებისა და რკინის ჯებირების ქურდობის ეს უკვე მეორე შემთხვევაა.


close დახურვა