logo
ENG



სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნება

21 მარ 202415:10
3 წუთის საკითხავი
clock 369

სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნება. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომ ადგილზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

კერძოდ, ქაცარავას თქმით, საოკუპაციო ძალები ადგილზე, სავარაუდოდ, ახალ საგუშაგოს აშენებენ.

"რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოჩნდნენ ხურვალეთის თავზე და მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. შეიძლება ითქვას, რომ ახალი საგუშაგო კეთდება, ყოველ შემთხვევაში, ძველის გვერდზე რაღაც კონსტრუქციის მშენებლობის პროცესი ფიქსირდება და ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ არანაირი შეჩერება, არანაირი მშვიდობა რუსის გეგმებში არ არის და ეს ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ერთი დიდი ჯაჭვის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ჩვენ 2023 წლის მარტიდან ვაფიქსირებთ.

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აგრძელებენ საგუშაგოების მშენებლობას, სანგრების თხრას და თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებას", - აცხადებს დავით ქაცარავა.

ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.


close დახურვა