logo
ENG



სოფლის რწმუნებულები საჯარო მოხელეები აღარ იქნებიან

07 ოქტ 201913:22
3 წუთის საკითხავი
 
49jcb1x751s9gj7.jpg

საქართველოს პარლამენტი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს, რომელიც ე.წ. სოფლის რწმუნებულებისთვის საჯარო მოხელის სტატუსის გაუქმებას და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე გადაყვანას ითვალისწინებს.

ინიციატივის ავტორები გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია და შალვა კიკნაველიძე არიან.

კანონპროექტით შემოთავაზებულია საჯარო სამსახურთან დაკავშირებული რამდენიმე ცვლილება, მათ შორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისთვის (სოფლის რწმუნებული) შიდა კონკურსის შემოღება.

მოქმედი რედაქციით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლები პროფესიული საჯარო მოხელეები არიან. შემოღებული ცვლილებებით კი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი მხოლოდ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ მერის წარმომადგენელი, ხშირ შემთხვევაში, სოფელში ერთადერთი საჯარო მოხელეა, ამ ცვლილებით, კი იქმნება საფრთხე, მათი სრულად პოლიტიზება და წინასაარჩევნოდ ვიწრო პარტიული მიზნებისთვის გამოყენება მოხდეს.

 


close დახურვა