„მწყდება გული, რომ ენერგიას ხარჯავენ ასეთ სისულელეებში“, - ასე აფასებს პარლამენტის გარეთ მიმდინარე პროტესტს სოფო კილაძე.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, უმრავლესობას სხდომა საგანგებოდ არ ჩაუნიშნავს და დილის ათი საათი ჩვეულებრივი სამუშაო დროა.
„ძალიან მიკვირს, რომ სვამთ კითხავს რატომ გაიმართა შეხვედრა. პარლამენტი ვალდებულია იმუშაოს და ათი საათი არის სამუშაო დრო. პიკეტირება არის მათი უფლება, სანამ კანონს არ დაარღვევენ. მწყდება გული, რომ ენერგიას ხარჯავენ ასეთ სისულელეებში იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის აღმშენებლობაში ჩადონ“, - აცხადებს სოფო კილაძე.
ე.წ. მაჟორიტარების ამბოხის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, დიმიტრი ხუნდაძე კვლავ ამტკიცებს, რომ პროპორციული სისტემა ქვეყნისთვის დამღუპველია და ამაზე „ქართული ოცნება“ არასდროს დათანხმდება.
უმრავლესობას შეეშინა და ადრე მოვიდა პარლამენტში, არის სუაფუძვლო. ჩვენ აქამდეც გვქონდა ეს დაგეგმილი. პროპორციული სისტემა არის ამ ეტაპზე ხიფათის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის და 100-50-ზე არის ჩვენი მაქსიმუმი“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა ჩააგდო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც საარჩევნო სისტემა გახდებოდა სრულად პროპორციული. მას შემდეგ სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები პიკეტირებითა და საპროტესტო აქციებით მოითხოვენ, რომ გავრილოვის ღამის შემდეგ მიღებული დაპირება შესრულდეს და 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით.