logo
ENG



სოცდაუცველი სტუდენტების ნაწილს ერთი სემესტრის და ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდება

06 აგვ 202011:26
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე სტუდენტებისთვის გამოყოფილ დახმარებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა ქულაც 150-მდეა, ერთი სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ.

„ყველა სტუდენტი რომელიც არის სოციალურად 150 ქულამდე, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 2020-2021 წლის სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას. ყველა სტუდენტი 150 სოციალურ ქულამდე, რომელთაც შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, მათაც სახელმწიფო დაუკომპენსირებს, მაგრამ უკვე 2020-2021 წლის სწავლის საფასურს და ეს გახლავთ 1225 ლარი. საბოლოო ჯამში, ამ შეღავათებით ისარგებლებს საქართველოში 33 000-ზე მეტი სტუდენტი“, - აცხადებს გიორგი გახარია.

 


close დახურვა