logo
ENG



სოციალური დისტანცირების დარღვევისთვის მაღაზიები დააჯარიმეს

17 აპრ 202020:04
3 წუთის საკითხავი
 
88ooyeot9hr1gir.png

 

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილებისა და საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის მიერ, ქვეყნის მასშტაბით, 23 მარტიდან დღემდე, დაჯარიმდა 152 მეწარმე სუბიექტი. მათ შორის 69 ფაქტი რეგიონში, ხოლო 83 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.  სამართალდარღვევის ოქმები შედგენილ იქნა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დარღვევის გამო, კერძოდ;  როგორც სოციალური დისტანცირების წესების დარღვევების, ასევე პირბადისა და ხელთათმანების გარეშე მუშაობისთვის.  დაჯარიმებულ კომპანიებს შორისაა, როგორც დიდი ჰიპერმარკეტები,  ასევე მცირე და საშუალო ზომის მარკეტები.   შემოსავლების სამსახური გააგრძელებს უმკაცრეს მონიტორინგს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ შეზღუდვებზე, რაც ეპიდემიასთან ბრძოლის ეფექტურობას განსაზღვრავს. სინქრონი ლევან კაკავა შემოსავლების სამსახურის უფროსი

 „საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილებისა და საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის მიერ, ქვეყნის მასშტაბით, 23 მარტიდან დღემდე, დაჯარიმდა 152 მეწარმე სუბიექტი. სამართალდარღვევის ოქმები შედგა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დარღვევისთვის. კერძოდ, სოციალური დისტანციის წესების დარღვევისთვის, ხელთათამანებისა და პირბადის გარეშე მუშაობისთვის. დაჯარიმებულ მეწარმეებს შორის არიან როგორც დიდი მარკეტები ასევე საშუალო და მცირე ზომის მარკეტები. შემოსავლების სამსახური გააგრძელებს მკაცრს მონიტორინგს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე, რომელიც აუცილებელია ეპიდემიასთან ბრძოლისთვის“,-განაცხადა ლევან კაკავამ.

 

 


close დახურვა